29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"მთავარი როლი ცხადია პრეზიდენტ ზელენსკის აქვს, მე უბრალოდ შევთავაზებ ჩემს შეხედულებებს" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საკუთარ გეგმებზე ადგილობრივ მედიასაშუალებებთან პირველად ისაუბრა. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელია უკრაინაში გაუქმდეს გარკვეული რეგულაციები, მათ შორის გადასახადების მიმართულებითაც. 

"პირველ რიგში უნდა მოვაშოროთ ბევრი არასაჭირო რეგულაცია, რომელიც თითქმის ყველა სფეროშია თუნდაც გადასახადების მიმართულებით. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. რეფორმების გატარება არ იქნება კოსმეტიკური ხასიათის. ალბათ გახსოვთ ჩემი კანდიდატურის დამტკიცებამდე რა განცხადებები კეთდებოდა, რას აღარ ამბობდნენ. ყველასთვის ნათელია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს უბრალო ხალხს დაეხმაროს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენი საქმიანობა იქნება ერთობლივი, მთავარი როლი ცხადია პრეზიდენტს აქვს, მე უბრალოდ შევთავაზებ ჩემს შეხედულებებს," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები