29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ტურიზმის უსაფრთხოების სტანდარტები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას შეეხება - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ტურიზმის უსაფრთხოების სტანდარტები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას შეეხება. ჩვენ ამ სტანდარტებს ვამუშავებთ ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, კრუიზის მიმართულებით გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია KLIA, ასევე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ამას ემატება რამდენიმე კერძო კომპანია - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით.

"ეს რეკომენდაციები მაისის ბოლოს უკვე დამტკიცდება და მიეწოდება წევრ ქვეყნებს. ეს სტანდარტები არანაირ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, უბრალოდ იქნება ნორმატივები და პროტოკოლი, რომლის დაცვაც საკმაოდ მარტივი იქნება. რა თქმა უნდა მხოლოდ ხელების დაბანა არ იქნება, თუმცა იქნება გაწერილი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც თითოეულმა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს.

ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით, ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე არავის აღარ გვეხსომება ეს რთული და მძიმე პერიოდი, რომელიც ინდუსტრიამ მიიღო 2-3 თვის მანძილზე," - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დღის ამბები