29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
რა ვალდებულებები აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ამ პიროვნებას ჩემთვის გაუგებარია - გია ვოლსკი ანდრიუს კუბილიუსის შესახებ

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს უსაფუძვლოს და არაკომპეტენტურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გია ვოლსკი განცხადებით, წერილის შინაარსი თავად ევროპარლამენტის პოზიცია არ არის და ეს კონკრეტულად ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებაა.

გარდა ამისა, ვოლსკი კუბილიუსს "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირესა და მისი ინტერესების გამტარებელს უწოდებს.

"კუბილიუსის განცხადება, არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია. ერთის მხრივ არის აშკარა ღია მხარდაჭერა იმ დემაგოგიური პოლიტიკისა, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას, ნაცმოძრაობას გააჩნია და მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაც, ვინაიდან ეს არ არის თვითონ ევროპარლამენტის პოზიცია, მისი პირადი პოზიციაა და რა ვალდებულებები აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ამ კონკრეტულ პიროვნებას ჩემთვის გაუგებარია," - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავს და ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები