კვირას ჩოხატაურის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას დაიწყებს. ადმინისტრაციის განცხადებით, საკვირაო ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.
უკვე შეძენილია დამატებითი დახლ-მაცივრები, სოციალური დისტანციისთვის კი ტერიტორია დახაზულია. ასევე, შეძენილია თერმომეტრი თერმოსკრინინგისთვის.
ბაზარში შესვლა და გამოსვლა, რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა ლოკაციიდან განხორციელდება.