29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
წვიმა ელჭექით​, სეტყვა და ძლიერი ქარი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  8 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

დღის ამბები