29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოავლინა. ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დაჯარიმდა.

უწყების ცნობით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 5 ადამიანი დაჯარიმდა. 

შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის 1 ფაქტი გამოვლინდა. 

დღის ამბები