29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ბათუმის საკრებულოში ენმ-ს მიერ ორგანიზებულ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები არ გამოცხადდნენ

კვორუმი არ შედგა ბათუმის საკრებულოში - რიგგარეშე სხდომაზე რომელიც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო მოწვეული უმრავლესობის დეპუტატები არ გამოცხადდნენ. ცარიელ დარბაზში მხოლოდ ოპოზიცია მივიდა და ანტიკრიზისული გეგმის განხილვას მოითხოვდა.

მირდატ ქამადაძის თქმით, უმრავლესობის მიერ სხდომაზე არ გამოცხადება საზოგადოების წინაშე უპასუხისმგებლობაა. როგორც ირკვევა, "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს გეგმა დაუწუნეს, მათი განმარტებით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა კანონთან შეუსაბამოა და მის განხილვას არ აპირებენ.

 

დღის ამბები