29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის 8 შემთხვევიდან 7 სამხედრო კურსანტია

ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის 8 შემთხვევიდან 7 სამხედრო კურსანტია, რომლებიც სწავლებას რუსეთში გადიოდნენ, ხოლო ერთი დიპლომატია - ამის შესახებ "იუგოსეტპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა. 

მარინა კოჩიევას თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მანვე აღნიშნა, რომ ყველა პირს, რომელიც რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში გადიოდა სწავლებას, კორონავირუსზე ტესტს უტარებენ.

ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ცხინვალში ფედერაციის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში მყოფი ყველა კურსანტი დააბრუნეს. მიუხედავად იმისა რომ ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19 ინფიცირების შემთხვევები 15-მდე გაიზარდა, საოკუპაციო რეჟიმი ამბობს რომ სიტუაცია კრიტიკული არ არის. აღასანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევებისა ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. აღლუმი მაინც ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა ოკუპირებულ რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 ბაზის სამხედროებმაც მიიღეს.

 

დღის ამბები