29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 და 88 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 და 88 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ​კლინიკის ბოქსირებულ სექტორში სულ 80 პაციენტია, აქედან კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 66.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენების მდგომარეობა - მსუბუქი. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ინფიცირებულებს შორის 18 წლამდე ასაკის 13 პაციენტია. 

დღის ამბები