ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე მიულოცეს.
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განიხილეს. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატებით დახმარება შესთავაზა.