29 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ევროინტეგრაციის პროცესი, ჯანდაცვა, და კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. მთავარი თემა საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა იყო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შექმნილმა ვითარებამ საქართველოს მაღალი დონის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც საფრანგეთთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება. მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ COVID-19-თან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც განიხილეს. სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე და ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ ესაუბრა.

დღის ამბები