29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ექთანი სავარაუდოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში დაინფიცირდა

ბიჭორიშვილის კლინიკისა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, PCR ტესტმა კორონავირუსის არსებობა დაადასტურა.

როგორც კახეთის გუბერნატორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოს ექთანის დაინფიცირება, სავარაუდოდ, ბოჭორიშვილი კლინიკაში მოხდა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ექთანს PCR ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, მას შემდეგ, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მივიდა. 

მისივე თქმით, დაინფიცირებულ ქალს COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოებული კვლევები ტარდება, სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობა და ყველა კონტაქტია მოძიებული. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაინფიცირებული ქალი კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული,"- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა. 

ასევე, გრძელდება კვლევები. ექთანთან კავშირში 60 მოქალაქის ნიმუში უკვე გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, რომლის პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.

დღის ამბები