29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
გამოფრენამდე უცხოელმა გაიაროს ტესტირება და შემდეგ ჩამოვიდეს საქართველოში - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე მთავრობის კანცელარიაში დღეს წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

გიორგი ვაშაძის თქმით, აუცილებელია ყველა პირს, ვინც ქვეყანაში საზღვრების გახსნის შემდეგ შემოვა, ტესტირება ადგილზევე ჩაუტარონ. მისივე განცხადებით, ასევე აუცილებელია ქვეყნის შიგნითაც, სადაც კრიტიკული პოზიციებია, ადამიანებს ტესტირების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

"წარმოვადგინეთ ალგორითმი, რომ გამოფრენამდე უცხოელმა გაიაროს ტესტირება და შემდეგ ჩამოვიდეს საქართველოში, როცა დავრწმუნდებით, რომ ის არის ჯანმრთელი, სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთამდე, ან კიდევ ქვეყნის შიგნით, სადაც არის კრიტიკული პოზიციები, ადამიანებს, რომ ჰქონდეთ ტესტირების შესაძლებლობა.

რომ არა ის განგაში, რომელიც ჩვენ ავტეხეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არ გადაიხედებოდა. ძალიან კარგია, რომ ჩვენ ამ შედეგზე გავედით. ეს უბრალოდ პასუხია იმ ადამიანებზე, რა მნიშვნელობა აქვს გეგმების შეთავაზებას," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები