29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ყველა ის კურორტი, სასტუმრო და რესტორანი, რომელიც დაწესებულ ნორმებს დანერგავს ტურისტულად აქტიური იქნება - მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ტურიზმის სექტორის გახსნას ეხებოდა, დამატებითი განცხადებები გაკეთდა.

"კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის აღდგენას და შემდეგ, პირველი ივლისისთვის საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიას მისცემს საშუალებას, რომ პოსტ-ვირუსულ პერიოდში მიიღონ შემოსავლები," - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ შიდა ტურიზმის გახსნა სრულიად საქართველოს შეეხება.

"შიდა ტურიზმის გახსნა სრულიად საქართველოს შეეხება. ყველა ის კურორტი, სასტუმრო თუ სარესტორნო სერვისის მომწოდებელი, რომელიც დაწესებულ ნორმებს დანერგავს, რაშიც ჩვენ ხელს შევუწყობთ -ტურისტულად აქტიური იქნება,"- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა. 

დღეს, მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

დღის ამბები