29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ქალაქი მძიმე მდგომარეობაშია და ეს მხოლოდ დასაწყისია, შესაძლოა COVID-19-ით 300 000 ადამიანი იყოს ინფიცირებული - მოსკოვის მერი

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში შესაძლოა COVID-19-ით 300 000 ადამიანი იყოს ინფიცირებული. სერგეი სობიანინმა "რასია 24-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქი მძიმე მდგომარეობაშია და ეს მხოლოდ დასაწყისია.

მისი თქმით, მოქალაქეებმა სახლი არ უნდა დატოვონ, მათ შორის ქუჩაში არ უნდა აღინიშნოს 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის დედაქალაქი სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

"რეალურად რომ ვთქვათ, ქალაქში ინფიცირებული გაცილებით მეტია, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 300 000-ს აღწევს," - განაცხადა სერგეი სობიანინმა.

დღის ამბები