29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ე.წ. ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ ინფიცირებულთა შორის რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

დე ფაქტო ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინცირებულთა შორის არიან დედა და შვილი ახალგორიდან, თუმცა, "ეხო-კავკაზა", სამოქალაქო აქტივისტ, თამარ მეარაყიშილზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგორელ ქალს კოვიდ-ინფექცია, განმეორებითი ტესტით, არ დაუდგინდა. 6 წლის ბავშვის ანალიზის პასუხს რუსეთიდან, მოგვიანებით მიიღებენ.

ოკუპირებულ რეგიონში, ჯანდაცვის სფერო კრიზისს განიცდის - ამის შესახებ "კურიერს" წეროვანის დასახლების მცხოვრებლები უყვებიან.

 

 

დღის ამბები