29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
11 მაისიდან თბილისში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით მოიხსნება.

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას და ის  ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძალაშია. 

დღის ამბები