29 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"ქოლგა თბილისი 2020"-ის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ, 19-წლიანი ისტორიის მანძილზე ფოტოკონკურსი ონლაინ ჩატარდა

ფოტოგრაფი გიორგი შენგელია ერთ-ერთია, ვინც "ქოლგა თბილისი ფოტო 2020-ის" გამარჯვებული გახდა. მისი ნამუშევარი ნომინაცია კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში საუკეთესოდ დაასახელდა.

19 წლიანი ისტორიის განმავლობაში კონკურსი წელს პირველად ონლაინრეჟიმში ჩატარდა. გამარჯვებულებიც სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოდან გამოაცხადეს. ქართველ ფოტოგრაფთან ერთად ძირითად ნომინაციებში მერავ მარუდმა, არეკ რატაიმ, კირან რიდლიმ, ნიკიტა ტერიოშინიმ და მუნებ ნასარმა გაიმარჯვეს. მათი შთაგონების წყაროდ ძირითადად ომი, აქციები და მსოფლიო პანდემია იქცა.

გამარჯვებული ყოველ წელს საერთაშორისო ჟიურის შეფასების საფუძველზე ცხადდება. წლევანდელი კონკურსი ექვსმა ნომინაციამ მოიცვა. ერთი კადრი, მობილური ფოტოსერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოსურათი, დოკუმენტური სერია და ფოტოგრაფი 25 წლამდე. ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 6 500 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ფოტოკონკურსის ფარგლებში გაიმართება დისკუსია და შეხვედრა ისეთ ცნობილ ფოტოგრაფთან, როგორიცაა კლაივ ბუთი. 15 საერთაშორისო, ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა ახლა ვირტუალურ სივრცეში გადავიდა.

"ქოლგა თბილისი ფოტო 2020-ის" კვირეული 2 დღის წინ გაიხსნა და 10 მაისამდე გაგრძელდება.

 

 

დღის ამბები