ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 35 თანამშრომელს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს და კვლევის შედეგებს ელოდებიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ანალიზები გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში და კვლევის შედეგები 8 მაისს გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მაღალი რისკის ჯგუფშია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი ტესტირებას პერიოდულად გაივლიან.