რუხის საავადმყოფოში მოათავსეს ქალი, რომელსაც ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის შედეგად კორონავირუსზე სუსტად დადებითი პასუხი დაუდგინდა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნიკოლოზ ქურციკიძის ინფორმაციით, მას განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება.
შუახნის ქალს, დღეს დადასტურებილი შემთხვევის მსგავსად, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ისიც საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ამჟამად რუხში ერთი დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს, ცხელების ცენტრში კი ექვსი პაციენტია მოთავსებული.