29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
როგორი იქნება ტურისტული სეზონი ევროპაში - სასტუმროები შუშებიან შეზლონგებსა და ერთჯერად პირსახოცებს ამზადებენ

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ტურისტული ბიზნესი გააჩერა. მაშინ, როცა უამრავი ქვეყნისთვის ტურიზმი ეკონომიკის მთავარი საყრდენია, მსოფლიო ეკონომიკა უზარმაზარი დანაკარგების ემზადება. სახელმწიფოების ნაწილი პრევენციულ ზომებს უკვე იღებს და საზღვრების ხსნის, მათ შორისაა ბალტიის ქვეყნები. კოვიდ-19 ის საშიშროების მიუხედავად ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან მიმოსვლას აღადგენენ. თუმცა სხვა ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.


ივნისიდან რეისებს განაახლებს "თურქეთის ავიახაზებიც".შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება ეტაპობრივად, სამთვიანი გეგმის ფარგლებში განახლდება. ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა.

ზაფხულში ტურისტების მიღებას გეგმავს საბერძნეთი. თუმცა ქვეყანაში დაცული იქნება სოციალური დისტანცირების წესები. შეცვლილი იქნება მოგზაურობის წესები და დაწესდება დამატებითი მოთხოვნები ტურისტებისა და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

Suites of Gods პირველი სასტუმროა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით კუნძულ სანტორინიზე შუშებიანი შეზლონგები დადგა. შეზლონგები სანაპიროზე რამდენიმე მეტრის დაშორებით განთავსდება. სასტუმროები კი ვიზიტორებს ერთჯერადი პირსახოცებითა და ანტიბაქტერიული საშუალებებით მოამარაგებს.

საფრანგეთი ფრენების ეტაპობრივად განახლებას აგვისტოში ვარაუდობს, თუმცა პრეზიდენტ მაკრონის გუნდი ვირუსის რისკების გამო ზუსტ თარიღს, ჯერჯერობით, ვერ ასახელებს . ემანუელ მაკრონის განცხდებით, ზაფხულში ფრანგებისთვის ევროპის ქვეყნებში მგზავრობა ლიმიტირებული იქნება. საფრანგეთში კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება, საცხოვრებლიდან 100 კილომეტრის რადიუსში თავისუფლად იმოძრაოს. უფრო შორ მანძილზე გადაადგილებისთვის საჭირო იქნება მოგზაურობის მიზეზის განმარტება და სპეციალური უფლების მიღება.

სასტუმროებისა და საკურორტო ზონების მუშაობას 15 მაისიდან განაახლებს ეგვიპტე, თუმცა ისინი მხოლოდ შიდა ტურიზმისთვის იფუნქციონირებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროები, რომლებიც მუშაობას განაახლებენ, ვალდებული იქნებიან, დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ტურიზმის მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, სასტუმროს 25 პროცენტიანი დატვირთვა შენარჩუნდება . ხოლო მისი შემდგომი 50%-მდე ზრდა ივნისის დასაწყისისთვის იგეგმება .

დღის ამბები