29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა კრიზისის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის გახსნის პროცესზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდის ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდნეტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობისა და კრიზისის შემდგომ ეტაპზე ეკონომიკის გახსნის პროცესზე ისაუბრეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელშიც კრიზისმა ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი - ტურიზმი ჩააყენა და აღნიშნა, რომ საჭიროა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება საერთაშორისო ტურიზმის სანიტარული ნორმების შესამუშავებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს როლის მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მოქმედების პირობებში, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს. ესტონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი ვერ შეასუსტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს სურვილი, კრიზისის მიუხედავად, საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთს გაეროს უსაფრთხოების თავმჯდომარეობის პერიოდში წარმატებები უსურვა. პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას კორონავირუსის გამო ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული კრიზისის პირობებში, როცა საერთაშორისო სოლიდარობაა საჭირო, ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები