29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნოს. ამ საბჭოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს - ინფორმაციას censor.net-ის ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ავრცელებს.

ჟურნალისტი წერს, რომ სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დანიშნავენ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლება ექნება, მინისტრთა კაბინეტის სხდომებში მონაწილეობა მიიღოს.

2 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

დღის ამბები