29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ბრალდებები, თითქოს ჩვენ შეგნებულად გავავრცელეთ ვირუსი"- ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთი აშშ-ს მიმართავს, რომ პოლიტიკურ იარაღად ტარიფების გაზრდა არ გამოიყენოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰუა ჩუნინგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ბრალდებები ჩინეთთან მიმართებაში უსაფუძვლოა.

"ტარიფების დაწესებამ თავის დროზე ორივე მხარე დააზარალა. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ბრალდებები თითქოს ჩვენ შეგნებულად გავავრცელეთ ვირუსი. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა,"- განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ არსებობს "კოვიდ 19"-ის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის მტკიცებულებები.

დღის ამბები