კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით დიდმა ბრიტანეთმა იტალიას გადაუსწრო. ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 700-მდე ადამიანი დაიღუპა.
წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ერთ დღეში გამოვლენილმა ფატალურმა შემთხვევებმა საფრანგეთსა და იტალიაშიც, თუმცა იკლებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი.
"დრამატულად გაზრდილი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მეორე ფაზა დიდ ბრიტანეთში რთული იქნება. აუცილებელია ამ რეალობასთან ისე ვადაპტირდეთ, რომ რისკის წინაშე არ დავაყენოთ ჯანმრთელობა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სირთულეს გადავლახავთ და კორონავირუსთან ბრძოლის შემდეგი ეტაპი უფრო მარტივი იქნება," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დომენიკ რააბმა.