29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
დღეს გიორგობაა - ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საეკლესიო მსახურება ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება 

დღეს გიორგობაა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა საეკლესიო მსახურება ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. სასულიერო პირების თქმით, ტაძრებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ყველა დაიცავს რეკომენდაციას.

წირვას სამების საკათედრო ტაძარში დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.

"მისი უწმინდესობა აღავლენს საზეიმო წირვას. ტაძრები არ არის დახურული, ყველა მომლოცველს აქვს შესაძლებლობა რომ მოვიდეს, მოილოცოს და ეზიაროს. წირვას დაესწრება უამრავი ხალხი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ დაცული იყოს დისტანცია, ყველა ის წესები, რასაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გვაძლევენ," - ამბობს არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, მამა იოანე (მჭედლიშვილი).

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. 6-ს მაისს და 23-მ ნოემბერს. 

დღის ამბები