29 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილით განახლდა

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილით განახლდა. სამაშველო ოპერაცია ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. მეორე მამაკაცი ადგილობრივებმა გადაარჩინეს და ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეწყერი გუშინ საღამოს თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია "თუშეთისგზის" თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. დაზიანებულია კომპანის ტექნიკაც.

დღის ამბები