29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
თეთრიწყაროს კლასტერიდან 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, თეთრიწყაროს კლასტერის ორ წევრს, 4 და 7 წლის ბავშვებს, კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდათ. ისინი დედასთან ერთად ანაკლიის საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს გამოიკვლიეს.

დღეს ლაბორატორიაში სულ 86 კვლევა ჩატარდა, მათგან 43-ის პასუხი კოვიდუარყოფითია, დანარჩენის კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღის ამბები