ბათუმში Covid-19 კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა. მათ კლინიკა "მედალფა" დღეს დატოვეს და 2 კვირით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში 19 ინფიცირებული რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.