კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 270 ნიმუშებიდან 206-ის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. დანარჩენი 64-ის შედეგი კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
როგორც კახეთის გუბერნატორმა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი 4 მოქალაქის და ყვარელში ინფიცირებულ ქალთან კავშირში მყოფი პირების ბიოლოგიური ანალიზის პასუხი ნეგატიურია.
მათივე ინფორმაციით, გრძელდება 50 წლის მედიკოსის სიღრმისეული კვლევა, რომელიც კახეთის რეგიონში პირველი ინფიცირებულია და ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
ირაკლი ქადაგიშვილის და ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, გრძელდება კონტაქტების მოძიება და ტესტირების პროცესი.
რაც შეეხება რეგიონს, საკარანტინო სივრცის 10 ლოკაციაზე 459 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში 35 მოქალაქე იმყოფება.
ყვარლის სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.