29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ფრაქციის სახელით განცხადება თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

დეპუტატი ითხოვს, პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ყველა იმ კითხვაზე უპასუხოს, რაც ანტიკრიზისული გეგმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით არსებობს.

"იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი, გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ პარლამენტში მობრძანდეს და პირადად გასცეს იმ შეკითხვებს პასუხი, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები