29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს.

ამ დროისთვის კლინიკაში 11 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კიდევ ორ პაციენტს საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა. განმეორებით კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აღნიშნული პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

დღის ამბები