დღეს ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა. გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
ამჯერად მუშაობის საშუალება ბაზრის აგრარულ ნაწილს მიეცა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე რემონტი და დახლების რესტავრაცია გრძელდება.
ბაზრის შესასვლელში მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც. დისტანციის დაცვისკენ კი, მოსახლეობას ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებენ.