30 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
ევროკავშირი კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს

ევროკავშირი კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება განიხილეს.

შარლ მიშელი საქართველოს ხელისუფლების იმ გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას უკავშირდება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კრიზისმა ტურიზმის სფეროც სერიოზულად დააზარალა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებაც.

დღის ამბები