29 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 250 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 250 000-ს გადააჭარბა. მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებში.

რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 1 300-ს აჭარბებს. 64-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვი თურქეთში და მაჩვენებელმა 3 400-ს გადააჭარბა.

ქვეყანაში მომდევნო კვირიდან სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები გაიხსნება. კოვიდინფექციას სომხეთში - 39, აზერბაიჯანში კი 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო დღეებია ინფიცირებისა და გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება ამერიკასა და ევროპაში. შტატებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად 24 საათში გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მარტის ბოლოდან დღემდე სიკვდილიანობის ყველაზე ნაკლები, 288 ფაქტი გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. იტალიაში კი "კოვიდ-19-ით" ინფიცირებულების რაოდენობა 100 000-ს ჩამოსცდა.

ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების რიცხვი მცირდება საფრანგეთში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიო დონორებმა ვიდეოკონფერენციის დროს 8 მილიარდი დოლარი გამოყვეს.

დღის ამბები