29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
საქართველოში დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

საქართველოში დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. შეზღუდვების დაწესებიდან 19 დღის შემდეგ, ბათუმსა და ქუთაისში მიმოსვლა აღდგა.

იხსნება ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვების ნაწილიც. მუშაობას განაახლებენ ავტოსარემონტო კომპანიები და სრული დატვირთვით აღადგენენ სამუშაოებს სამშენებლო კომპანიები.

ფუნქციონირებას იწყებენ სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებიც.

დღესვე მუშაობას ახალი პრინციპით განაახლებენ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები.

ყველა ამ სექტორს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინება და განსხვავებული რეჟიმით მუშაობა მოუწევს.

დღის ამბები