ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თხრილში ჩავარდა და ტრანსპორტში მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღო. ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორც "კურიერს" საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, პაციენტებს კვლევები უტარდებათ და მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. დაშავებულებს გარეგანი დათვალიერებით მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს