29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
სილამაზის სალონები 8 ივნისს გაიხსნება - მეპატრონეები მომსახურებაზე ფასების ზრდას ვარაუდობენ

ხუთ კვირაში სილამაზის სალონები გაიხსნება. მეპატრონეები და სტილისტები მომსახურების ფასის ზრდას ვარაუდობენ. მათმა ნაწილმა სპეციალური აღჭურვილობისა თუ თავდაცვისთვის საჭირო ინვენტარის მომარაგება უკვე დაიწყო.

სალონის მეპატრონეები დაწესებულ შეზღუდვებს, რეგულაციებსა და რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რათა 8 ივნისს მომხმარებლებს სრული მზადყოფნით დახვდნენ.

რეგულაციების ფორმირების იმედი აქვთ სილამაზის სალონების ფედერაციაში. სილამაზის სალონებისთვის დაწესებული მოთხოვნების მიზანი დღეს შრომითი უსაფრთხოების ექსპერტებმაც განმარტეს. სპეციალისტები თვლიან, რომ კომპანიებმა ზოგადი რეკომენდაციები აუცილებლად უნდა შეასრულონ.

სილამაზის სალონები მუშაობას ზუსტად 5 კვირაში განაახლებენ, თუმცა თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება, ეს ვადა, შესაძლოა, შემცირდეს.

დღის ამბები