29 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
გაძვირებული პროდუქტები დახლებზე და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - რამ გამოიწვია ფასების ზრდა

ეპიდემიიდან მესამე თვეს მოქალაქეთა ნაწილი ფასების მკვეთრ ზრდაზე საუბრობს. საზოგადოების პრეტენზიებს ამყარებს "საქსტატის" აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაძვირდა შემდეგი პროდუქტები:

ხილი და ყურძენი (45.4 %)
რძე, ყველი და კვერცხი (23.2 %)
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 %)
ხორცი და ხორცის პროდუქტები (15 %)
თევზეული (14.9 %)
ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 %)
ზეთი და ცხიმი (11.0 %)
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10 %)
ყავა, ჩაი და კაკაო (10 %)
პური და პურპროდუქტები (8.4%)

აპრილში წლიური ინფლაციის დონე 6.9 პროცენტია.

ფასების ზრდას გამყიდველები და მომხმარებლები ქუთაისის აგრარულ ბაზარში პანდემიის გამო ჩაკეტილ ზონებსა და მოქმედ აკრძალვებს უკავშირებენ.

კორონავირუსმა ინფლაცია მთელ მსოფლიოში გამოიწვია და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება - განმარტებას სოფლის მეურნეობის სამინისტროში აკეთებენ. უწყება ფასების დარეგულირებაზე საუბარს მიზანშეწონილად მას შემდეგ მიიჩნევს, როცა ეკონომიკის სრულად ამოქმედება დაიწყება. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა იმპორტირებული სეზონური ხილისა და ბოსტნეულის შემოსვლამ გამოიწვია, თუმცა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ პროდუქტებზე: ბურღულეულსა და რძის ნაწარმზე ფასი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.

საქსტატის მონაცემებით, ფასები აპრილში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც 4.9 პროცენტით გაიზარდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის, მოწყობილობების და ამბულატორიულ-სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით.

დღის ამბები