29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
როდის გაიხსნება ჩაკეტილი თბილისი და რუსთავი - ამჯერად გადაადგილების შეზღუდვები ბათუმსა და ქუთაისში იხსნება

ბათუმის შესასვლელი, რომელიც 19 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, ხვალ ყველა მოქალაქისთვის გაიხსნება. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო, რადგან COVID-19-ის ინფექციის გავრცელების საფრთხე აჭარის დედაქალაქში ძალიან დაბალია.

აჭარაშიც, ამჯერად, მხოლოდ ის ერთადერთი შეზღუდვა დარჩა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის პირობებში მთელ საქართველოში მოქმედებს.

ხვალიდან ბათუმის მსგავსად ყველა მოქალაქისთვის იხსნება ქუთაისის შესასვლელიც. როგორც ბათუმში,  ქუთაისშიც შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, გაგრძელდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს მომავალში ბლოკპოსტების გაუქმების საკითხზეც იმსჯელებს.

დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, ჯერჯერობით, არ ეხება თბილისსა და რუსთავს, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი ჯერ კიდევ მაღალია. შესაბამისად, ორივე ქალაქი დაუდგენელი ვადით ისევ ჩაკეტილი რჩება. 

თბილისისა და რუსთავის ბედს საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გადაწყვეტს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქალაქების მომიჯნავე რეგიონებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება, დარჩენილი ორი ქალაქიც კვირის ბოლოს გაიხსნება.

დღის ამბები