საუდის არაბეთის მედია საშუალებების ინფორმაციით, ყატარში, სავარაუდოდ, სამხედრო გადატრიალებაა. მედიის ცნობით, დოჰაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო გადატრიალების უკან, შესაძლოა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები იდგნენ. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.