29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
დღესდღეობით რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვის აუცილებლობა არ არის - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

ყვარელში ყველა იმ პირის მოძიება მიმდინარეობს, ვისთანაც კოვიდ ინფექციის მატარებელ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ჰქონდა შეხება. ამ დროისთვის მოძიებულია 147 კონტაქტი, აქედან 102-ის პასუხი უკვე ცნობილია და არც ერთ მათგანს კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ დროისთვის კახეთში რაიმე დამატებითი შეზღუდვის ამოქმედების აუცილებლობა არ დგას.

"დღესდღეობით რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვის ან რაიმე დამატებითი მასშტაბური ღონისძიების აუცილებლობა არანაირად არ არის. ადამიანები, რომლებიც იმ დადასტურებული შემთხვევის გამო მკაცრ თვითიზოლაციას და კარანტინს ექვემდებარებოდა, იმავე საათებში იქნა გადაყვანილი ნაწილი კარანტინში, ნაწილი თვითიზოლაციაში. ამავდროულად, კახეთის შემოსასვლელებში უკვე ერთი თვეა, რაც მუდმივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტები თავიანთი ძალებით, ჩამოყალიბებული ჯგუფებით ახორციელებენ სოფლებში თერმოსკრინინგის პროცედურებს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

 

დღის ამბები