29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - დაკავებულია 2 პირი

ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების შეჯამების პროცესს დაესწრო.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, რთულია პროცესის ერთმნიშვნელოვნად შეფასება, ვინაიდან ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ჩვენება საქმეში არ დევს.

ცოტნე გამსახურდიას მიმართ მკვლელობის საქმეზე 2 პირია დაკავებული, ხოლო ამავე საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით სამართალწარმოება 3 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. საქმე სასამართლოს უკვე გადაეცა და პროცესი 6 მაისს გაიმართება.

დღის ამბები