29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
აშშ-ს უზენაესი სასამართლო კორონავირუსის პანდემიის გამო საქმის წარმოების პროცედურას ცვლის

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო კორონავირუსის პანდემიის გამო საქმის წარმოების პროცედურას ცვლის.

ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთა დასწრების გარეშე მიეღოს. მომავალი კვირიდან საქმეთა განხილვა ქვეყანაში ვიდეოკონფერენციის მეშვეობით წარიმართება.

"შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო მუდმივად მუშაობდა ტრადიციებიდან გამომდინარე და არასოდეს მოუხდენია მათი ცვლილება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაწყდა, რომ მხარეთა მოსმენა ვიდეოკონფერენციის სახით, პირდაპირ ეთერში წარიმართოს," - აცხადებს "ასოშიეით პრესის" რეპორტიორი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში მარკ შერმანი.

დღის ამბები