29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ხელვაჩაურის მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს - მშენებლობის პროცესის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

აქცია ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში - მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, პროცესის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. 

"სოფელში მიმდინარეობს აფეთქებითი სამუშაოები, რამაც გამოიწვია სახლებზე ბზარები, გაქრა წყლები, დაბინძურდა მდინარე. ჩემი სახლი დაიბზარა ძალიან. ჩემი მოთხოვნა არის, რომ მათ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია გადაიხადონ," - აცხადებს დგილობრივი თამაზ ჩხიკვაძე.

ზარალის შესწავლა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე დაიწყო.

"ჯერჯერობით ვიბრაციის შედეგებს ვზომავთ. ჯერჯერობით არანაირ დაპირებებს არ ვიძლევით იმიტომ, რომ შედეგების მერე იქნება პასუხებიც," - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე.

დღის ამბები