30 ნოემბერი 2024,   00:59
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმეზე განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შევა - EMC პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო დავობს

ზვიად რატიანის საქმე "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს" სტრასბურგის სასამართლოში მიაქვს. ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო დავობს.

ზვიად რატიანი 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება უკანონო იყო, რადგან გავრცელება ემსახურებოდა არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, არამედ ზვიად რატიანის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას.

EMC-ის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი თამარ სამხარაძე პირადი ცხოვრების ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის აღიარებას ითხოვს.

"მოვითხოვთ, რომ აღიარებული იქნას პირადი ცხოვრების ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, ეს შეეხება თვითონ გადაღების და გავრცელების ნაწილს და იმასაც, რომ რეალურად ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს საქმის სამართლიანი განხილვა, ვინაიდან თითქმის არც კი უმსჯელიათ, თუ რატომ წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები პირადი ცხოვრების უფლებებში ჩარევას და დარღვევას," - აცხადებს EMC-ის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი თამარ სამხარაძე.

დღის ამბები