29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
საქართველოში პროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს

საქართველოში გარკვეული პროდუქტები გაძვირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. შესწავლილი მონაცემების მიხედვით, წლიური ინფლაციის დონემ, რომელიც 6.9 %ს შეადგენს, ფასები 16.1 პროცენტით გაზარდა.

ფასები მომატებულია ხილზე 45%-ით, რძის ნაწარმზე 23%-ით, ხორცპროდუქტები გაძვირდა 15%-ით, პურპროდუქტებზე კი შეინიშნება ცვლილება პლიუს 8.4%-ით .

გარდა ამისა, ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციაზე.

როგორც "კურიერთან" საუბრისას მოვაჭრეები აცხადებენ, პროდუქციის რეალიზება პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გართულდა და ფასების ზრდაც გარკვეულწილად ამანაც განაპირობა.

განსაკუთრებით გაძვირებულია იმპორტირებული პროდუქტი. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო.

"ფასების მატება ხილზე, რძის ნაწარმზე და ტკბილეულზე მკვეთრად შეინიშნება. ფასები გაზრდილია თევზეულზე და სხვა სახის ხორცზეც. პანდემიამ, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ფასებზე, თუმცა ამ ეტაპზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება გვიჭირს თუ როდის შეიძლება დასტაბილურდეს ფასები,"- აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები