ბრაზილიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა თითქმის 5 ათასით გაიზარდა.
ინფიცირების შემთხვევების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ბრაზილიის პრეზიდენტი სოციალური დისტანცირების ზომებს კვლავ ეწინააღმდეგება.
"ზოგიერთი გუბერნატორის მიერ სამუშაო ადგილების განადგურება უპასუხისმგებლო და მიუღებელია. მომავალში ჩვენ ეს ძვირი დაგვიჯდება," - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ.
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდის გამო, რიოს ცნობილი ქრისტეს ქანდაკება სამედიცინო პირბადით შემოსეს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გაზრდილ მაჩვენებელს აპროტესტებს და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.