მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ინფექცია 26 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სჯერა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Foxnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება ვაქცინა წლის ბოლომდე. ექიმები იტყვიან, რომ მე ეს არ უნდა მეთქვა. მე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ," - განაცხადა ტრამპმა.