29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებებზე მოიხსნება. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ძალაში რჩება თბილისსა და რუსთავში, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული.

"მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში და ეს პირდაპირაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე მომიჯნავე რაიონებში,"- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები რუსთავსა და თბილისშიც მოიხსნება. 

დღის ამბები